დააქუცმაცეთ ნიორი კომბაინში ან კარგად დაჭყლიტეთ. გაშალეთ ზედაპირზე (ხის ან ჩვეულებრივ თეფშზე) და 3-4 დღით მზეზე გამოაშრეთ ან 150 გრადუსზე ღუმელში, სანამ მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. გამომშრალი ნიორი საფქვავში მოათავსეთ და დაფქვით, სანამ ფხვნილის მსგავს მასას არ მიიღებთ. ნივრი ფხვნილი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეფარება თავი. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას, სანელებლების გვერდით.