ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და დარბილებული კარაქი. დააბლენდერეთ. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ სველ ინგრედიენტებს. მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ საყინულეში 40-50 წუთით. ქიშმიში დაალბეთ წყალში. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, ვანილი და შაქარი. კარგად დააბლენდერეთ. შეურიეთ ქიშმიში. ცეცხლგამძლე ფორმას (25X20 სმ) წაუსვით ცხიმი. ჩახეხეთ ცომის ერთი ნაწილი. გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახეხეთ თავზე ცომის მეორე ნაწილიც. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვით!