პური, ძეხვი და პამიდორი დაჭერით კუბებად. ყველი გახეხეთ. კვერცხს შეურიეთ რძე, მარილი და გათქვიფეთ. ტაფაზე დაასხით ზეთი (ან კარაქი დაადნეთ) და მოაყარეთ დაჭრილი პური. შემდეგ ფენად - ძეხვი და პამიდორი. ბოლოს მოასხით კვერცხი და თავზე ყველი მოაყარეთ. სურვილისამებრ სხვა სანელებლებიც დაუმატეთ. ტაფას თავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. გემრიელად მიირთვით!