ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შესქელებული რძე, მარილი და ვანილი. გათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ამოურიეთ. მოზილეთ ცომი. თუკი ცომი ძალიან წებოვანია, ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ცომი გააბრტყელეთ 0,5-0,7 სმ სისქეზე და გამოჭერით წრეები პატარა ჭიქით. ტაფაზე ან ქვაბში დაასხით ზეთი და მოათავსეთ ფუნთუშები. შეწვით ორივე მხრიდან, სანამ მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. მიირთვით ფუნთუშები მაწონთან, იოგურტთან ან არაჟანთან ერთად.