შვრიას დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ. თავი დააფარეთ და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. ხახვი დააქუცმაცეთ კომბაინში ან ძალიან წვრილად დაჭერით. შვრიას დაუმატეთ ხახვი, სანელებლები, მარილი და კვერცხი. კარგად ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტაფაზე ზეთი დაასხით და თითო-თითო კოვზით გადაიტანეთ საკატლეტე მასა ტაფაზე. კოვზითვე გაუსწორეთ გვერდები და შეწვით ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!