1) რძე მოათავსეთ ჯამში და შემოდგით ცეცხლზე. დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან გახეხილი შოკოლადი და ურიეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. დაიმახსოვრეთ, რძე არ უნდა აადუღოთ. როცა რძისა და შოკოლადის მასა ერთმანეთს შეერევა, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და თაფლი. 2) ჯამში მოათავსეთ მაწონი, დაუმატეთ შოკოლადიანი მასა, აურიეთ ძალიან კარგად და გადაანაწილეთ დესერტის ჭიქებში. 3) დესერტი გააჩერეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. როცა გამოიღებთ, მორთეთ ჟოლოთი ან მარწყვით და გემრიელად მიირთვით!