ადღვიბეთ კვერცხი რძესთან და მარილთან ერთად. იმისათვის, რომ ომლეტი იდეალური გამოვიდეს, უმჯობესია, პატარა საწურით გადაწუროთ. ამის შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული. ტაფას მოასხით ძალიან ცოტა მცენარეული ზეთი, გაახურეთ და დაასხით კვერცხის მასა, ოღონდ არა მთლიანად. როცა ნახევრად მზად იქნება, დაიწყეთ მისი რულეტივით გადახვევა. ყოველი გადახვევისას წინ კვლავ დაუმატეთ კვერცხიანი მასა, რათა რულეთი უფრო სქელი გამოვიდეს. მას შემდეგ, რაც რულეტი შეიწვება, გადმოიღეთ საჭრელ დაფაზე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!