კარტოფილი დაჭერით, დაასხით ზეთი. ყველა სანელებელი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ საფანელიც და მოაყარეთ კარტოფილს. კარგად ამოურიეთ, რომ ყველა ნაჭერს თანაბრად მოხვდეს სუნელები. ცეცხლგამძლე ფორმას (ლანგარს) წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ კარტოფილის ნაჭრები. შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. გემრიელად მიირთვით! *პროვანსული სუნელი მშრალი სუნელების ნაკრებია, რომელშიც ძირითადად შედის როზმარინი, მაიორანი, ბეგქონდარა, თავშავა და ა.შ. ძალიან უხდება აჯაფსანდალს და მის სხვადასხვა სახეობებს.