ქათმის ბარკლები დასერეთ, გადაიტანეთ ჯამში. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და პაპრიკა. მოასხით სოიოს სოუსი და დაუმატეთ ორი კვერცხი. კარგად ამოურიეთ ხელით, დაახურეთ თავი და დატოვეთ ამ მარინადში 30 წუთით. ფქვილს დაუმატეთ სახამებელი. მასში ამოავლეთ ბარკლები სათითაოდ და შეწვით ცხიმში (ისე, რომ ნახევრამდე ფარავდეს). ერთ ჯერზე შეწვით 3-4 ცალი ბარკალი, გააჩნია ტაფის ზომას. ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ცხიმში, დაუმატეთ ნიორი და ტომატპასტა. რამდენიმე წუთში დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენი და თაფლი. ამ სოუსში ჩააწყვეთ ბარკლები და 20-30 წუთით დააყოვნეთ დაბალ ცეცხლზე. ძალიან გემრიელი და არომატული ბარკლები მზად არის, გემრიელად მიირთვით!