ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, კაკაო, შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი) და ამოურიეთ. დაუმატეთ ძმარი, ზეთი და წყალი და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმაში ქაღალდი ჩააფინეთ და გადაიტანეთ ნამცხვრის მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით (მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით). შოკოლადი დაჭერით. ნაღები გააცხელეთ (არ აადუღოთ) და დაასხით შოკოლადს. კარგად ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. განაში გადაანაწილეთ გაგრილებულ ბისკვიტზე. გემრიელად მიირთვით!