ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი და დააბლენდერეთ. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ამოურიეთ. დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა. შემდეგ - ზეთი, ბოლოს - ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ 5 მმ სისქეზე და გამოჭერით სასურველი ფორმები. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით არაჟანთან, ჯემთან ან შოკოლადის კარაქთან ერთად.