ვაშლი ხაჭოს გულით
ვაშლი ხაჭოს გულით
დრო 10წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ვაშლი ხაჭოს გულით შესანიშნავი საუზმეა ბავშვებისთვის. ისეთებიც კი, ვისაც ხაჭო არ უყვარს, სიამოვნებით მიირთმევენ ამ გემრიელ და სასარგებლო პროდუქტს.

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - გემოვნებით
  • ხაჭო - 100 გ
  • ვაშლი - 2
  • კარაქი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ვაშლს ამოვაცალოთ გული და ცოტაოდენი რბილობიც.
ხაჭოს შევურიოთ შაქარი.
ამოვავსოთ ხაჭოთი ვაშლები, ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭერი, მოვაყაროთ ისევ ცოტა შაქარი, დარიჩინი ან ვანილი.
დავდოთ თეფშზე და შევდოთ მიკროტალღურ ღუმელში 700 w სიმძლავრეზე ით.

ხაჭოში ლიმონის ან ფორთოხლის ცედრის დამატებაც შეიძლება. ასევე, შესაძლებელია ღუმელში გამოვაცხოთ, მაგრამ ეს უფრო მეტ დროს წაიღებს.
ტეგები:
ვაშლი ხაჭო დარიჩინი ნანახია: 5655