ფქვილს დაუმატეთ მარილი, საფუარი და ამოურიეთ. ცენტრში დაასხით წყალი, რძე და ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და მოზილეთ ცომი. თავზეც გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ თავზე და დააყოვნეთ 1 საათით. ცომი გაყავით 6 ნაწილად, დაამრგვალეთ, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ხშირ-ხშირად გადაატრიალეთ. გემრიელად მიირთვით!