ორეოს ორცხობილისგან განაცალკევეთ ორცხობილა და შიგთავსი. ორცხობილა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და რძე. კარგად ამორიეთ. ბოლოს დაუმატეთ ორეოს შიგთავსიც და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თხელძირიან ქვაბს წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ მასში ნამცხვრის მასა, თავსახური დაახურეთ. გაზქურაზე შემოდგით ტაფა, ტაფაზე - ქვაბი და დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ 40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ნამცხვარს სურვილისამებრ მოასხით შოკოლადის მინანქარი.