სკუმბრიას თავი მოაჭერით და გაასუფთავეთ. დაამარილეთ (1 ჩკ ერთ ცალზე). ალუმინის ქაღალდზე (ფოლგაზე) მოათავსეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, ზედ გადაიტანეთ დამარილებული სკუმბრია, მოასხით ლიმონის წვენი (1-2 სკ) გარედანაც და შიგნიდანაც, დაფნის ფოთლები თავზეც მოაყარეთ და მჭიდროდ შეკარით ალუმინის ქაღალდი. მოათავსეთ თევზი ცეცხგამძლე ფორმაში და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთით. არომატული და ძალიან გემრიელი კერძი მზად არის, გემრიელად მიირთვით!