ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მარილი, სოდა და დააბლენდერეთ. ჯამი ორთქლის აბაზანაზე მოათავსეთ და გამუდმებით ურიეთ. შაქარი სრულად უნდა გადნეს და მასა გათხელდეს. შემდეგ დაუმატეთ შოკოლადი და გააგრძელეთ მორევა. შოკოლადი რომ გადნება, დააცერით კაკაო. შემდეგ ჯამი გადმოდგით, შეურიეთ კარაქი და ამოურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში (ჯამი, ქილა...), თავზე სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მასა გასქელდება და შოკოლადის კარაქისმაგვარი გახდება. მიირთვით საუზმეზე ბლინებთან ან პურთან ერთად.