მოვზილოთ ერთი კილო ფქვილი, მარილი და ცივი წყალი. ცომი უნდა იყოს მაგარი, თუმცა ხინკლის ცომზე ცოტა რბილი. მოზელიდან 15 -20 წუთი დავასვენოთ, გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილით გავაკეთოდ ცომის „ბალიშები“, მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ. ცომის „ბალიშები“ შევბრაწოთ ცხიმში, (კარაქი, ერბო ან ზეთი ). ცომის მეორე ნაწილი დავჭრათ პატარა მართკუთხედებად. ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ ცომი. როდესაც მოიხარშება, დაუმატოთ 1 ლიტრი მაწონი (სასურველია იყოს ოდნავ მომჟავო გემოსი), ბოლოს დავამატოთ შემწვარი ცომის „ბალიშები“ და მარილი გემოვნებით.