სტაფილო გათალეთ და თხლად დაჭერით. მოხარშეთ 2 ჭიქა წყალში. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში და დააბლენდერეთ (ნახარში შეინახეთ). დაბლენდერებული სტაფილო გადაიტანეთ ტაფაზე, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. 1/2 ჭიქა გაგრილებულ სტაფილოს ნახარშში გახსენით სიმინდის სახამებელი და დაუმატეთ სტაფილოს. გამუდმებით ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მასა კარგად არ გასქელდება. სტაფილოს „პიურე“ გადაიტანეთ მართკუთხედ ფორმაში, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და კარგად გააგრილეთ. გაგრილებული დესერტი დაჭერით, დაამრგვალეთ და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში. გემრიელად მიირთვით!