წყალს დაუმატეთ შაქარი, საფუარი და ფქვილი. ამოურიეთ, თავზე გადააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 15 წუთით. დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, დარბილებული კარაქი და ხელით ამოურიეთ. დაუმატეთ საფუვრიანი ბაზა და წყალი. მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1.5-2 საათით. ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით პატარა რომბებად (ან სხვა ნებისმიერ ფორმებად) და შეწვით ზეთში, სანამ ოქროსფერს მიიღებს. შეგიძლიათ ასე მიირთვათ. თუ უფრო ტკბილი გსურთ - შაქრის ფხვნილი მოაფქვიოთ, თუ ცხარე - სანელებლები. გემრიელად მიირთვით!