ეს ლამაზი და სურნელოვანი ყვავილი თავს გვაწონებს არა მარტო სილამაზით, არამედ თავის სამკურნალო თვისებებითაც. გარეცხეთ ტოტებიანად იასამანი, შემდეგ მოაცალეთ ყვავილები, მოაყარეთ მწიკვი ლიმონმჟავა და 100 გ შაქარი, დასრისეთ კარგად და გააჩერეთ. დანარჩენი შაქარი ჩაყარეთ ფართო ჭურჭელში, დაასხით წყალი და მოამზადეთ სიროპი. ადუღეთ 5-7 წუთი, შემდეგ მზა სიროპში გადაიტანეთ იასამანი და ადუღეთ კიდევ 10-12 წუთი, მოხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით ვარდის მურაბასავით.