ცომი: ლიმონის წვენი გახსენით 3 სკ ცივ წყალში. ფქვილში ჩახეხეთ კარაქი და ხელით კარგად გააფხვიერეთ. დაუმატეთ სოდა, შაქარი და გამაფხვიერებელი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და ლიმონიანი წყალი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ ცელოფანში და დააყოვნეთ მაცივარში 30-40 წუთით. შიგთავსი: ვაშლი გათალეთ და კუბებად დაჭერით. ტაფაზე კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი გემოვნებით. გადაიტანეთ ტაფაზე ვაშლი, დაახურეთ თავი და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ. შიგადაშიგ ამოურიეთ. გამოსაცხობ ფორმას (ჩვენთან 24 სმ დიამეტრის) წაუსვით ცხიმი. ცომი გაყავით ორ ნაწილად (მეორე ნაწილი უფრო დიდი რომ იყოს). დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ ცომის ზედაპირზე, ამოუკეცეთ გვერდებიც. გადაიტანეთ შიგთავსი. გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილიც და თავზე დააფინეთ შიგთავსს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთით. კარამელი: გაათბეთ ნაღები. ქვაბში მოთავსეთ შაქარი, გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე და გამუდმებით ურიეთ, რომ არ მიიწვას. შაქარი რომ გადნება და ყავისფერს მიიღებს, ნელ-ნელა დაუმატეთ გამთბარი ნაღები. მასა რომ ადუღდება, დაუმატეთ კარაქი და მწიკვი მარილი. 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. კარამელი მოასხით ღვეზელს და გემრიელად მიირთვით!