შაქარს დაუმატეთ კომპოტი (ნებისმიერი ხილის), ზეთი და გათქვიფეთ. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და გაცერით. ფერისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ კურკუმა ან ზაფრანა. დაამატეთ ფქვილი სველ ინგრედიენტებს ეტაპობრივად და გათქვიფეთ. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 24 სმ დიამეტრის) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-45 წუთით. ქვაბში მოათავსეთ კაკაო, დაუმატეთ შაქარი და წყალი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ ზეთი. კვლავ ამოურიეთ და გადმოდგით. სურვილისამებრ, მინანქარს შეურიეთ მიწისთხილიც. ნამცხვარი ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ და მინანქრის ნაწილი გადაასხით. რამდენიმე წუთში გადაასხით მეორე ნაწილიც. გემრიელად მიირთვით!