ჩაიში ან ყავაში დაალბეთ ქიშმიში. ჯამში ჩაცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ სოდა და ამოურიეთ. კეფირს დაუმატეთ ჯემი, კვერცხი, ზეთი, შაქარი, მარილი და გათქვიფეთ. ამ მასას დაუმატეთ ფქვილში შერეული კაკაო და სოდა. დაუმატეთ ეტაპობრივად, თან ხელის სათქვეფით გათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი. გამოსაცხობ ფორმას (ჩვენთან 22 სმ დიამეტრი) წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუზე 30-40 წუთით. სურვილისამებრ, თავზე მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით მოხარშული შედედებული რძე. გემრიელად მიირთვით!