კვერცხს დაუმატეთ შაქარი და მიქსერით გათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ შეათქვიფეთ რძე, ბოლოს კი - ფქვილი და გამაფხვიერებელი. ტარტის ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 20 წუთით. ამოატრიალეთ ნამცხვარი და გააგრილეთ. თავზე გადაანაწილეთ შოკოლადის კარაქი, დამდნარი შოკოლადი ან უბრალოდ შაქრის ფხვნილი მოაფრქვიეთ და მარწყვით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!