ჯელატინი დაალბეთ წყალში (იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე დაწერილი ინსტრუქციით). ხაჭოს დაუმატეთ შედედებული რძე და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ არაჟანი გასქელებამდე და ეტაპობრივად დაუმატეთ ხაჭოს მასას. კონსისტენცია რომ არ დაირღვეს, გამღვალ ჟელატინს ორი კოვზი ხაჭოსა და არაჟნის მასა დაუმატეთ, კარგად ამოურიეთ და შემდეგ შეურიეთ ძირითად მასას. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გაყავით ორ ნაწილად. ერთს შეათქვიფეთ კაკაო. კაკაოს მასა დაუმატეთ თეთრ მასას და ერთი-ორჯერ ამოურიეთ. ასე გადაიტანეთ ფორმაში, გააჩერეთ მაცივარში 4-6 საათით და გემრიელად მიირთვით!