ნელთბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ ფქვილი და ამოურიეთ. უნდა მიიღოთ ოლადების სისქის ცომი. გადააფარეთ თავზე სამზარეულოს ცელოფანი ან ჩაის ტილო და დააყოვნეთ 30 წთ-ით. ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში ან ტორტის მოსართავ „შპრიცში“. ტაფაზე კარგად გააცხელეთ ზეთი, ჩაუშვით ცომი და მაკრატლით ჩაჭერით. ხშირად ამოურიეთ. ოქროსფერს რომ მიიღებს, ამოიღეთ ბურთულები. შეგიძლიათ ასე მიირთვათ, შაქრის ფხვნილი მოაყაროთ, გამდნარ შოკოლადში ამოავლოთ ან ეს მარტივი სიროფი მოამზადოთ: პატარა ქვაბში ან ტაფაზე ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.დადგით დაბალ ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ბურთულები შიგ ამოავლეთ. გემრიელად მიირთვით!