ჯელატინი დაალბეთ წყალში (იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე დაწერილი ინსტრუქციით). არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. კარგად ამოურიეთ და დატოვეთ 5 წუთით. ჟელატინიანი ჯამი დადგით ორთქლის აბაზანაზე. რომ გადნება, დაუმატეთ არაჟანს და ამოურიეთ. დაუმატეთ ჟოლოსა და მოცვის ნაწილი, ამოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. დარჩენილი კენკრით დესერტის თავი გააფორმეთ. შედგით მაცივარში 3-4 საათით, ამოიღეთ ფორმიდან და გემრიელად მიირთვით!