სოკო მდოგვის მარინადში
სოკო მდოგვის მარინადში
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს სოკოს მარინადის ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია. საქმე მხოლოდ იმაში  არაა, რომ ძალიან მალე მზადდება, მთავარია, რომ ამ შესანიშნავ მარინადში უბრალო შამპინიონებიც კი საოცარ გემოს იძენს

ინგრედიენტები

  • ზეთი - 6 ს.კ
  • ნივრის კბილი - 5-6, მსხვილად დაჭრილი
  • მოტკბო მდოგვი - 3 ს.კ ( ან 2 ს.კ ცხარე მდოგვი+ 1 ს.კ თაფლი)
  • სოკო - 800 გ
  • ძმარი - 1-2 ს.კ
  • მარილი
  • ოხრახუში - 1/2 კონა
  • კამა - 1/2 კონა
მომზადების წესები
სოკო თუ მსხვილებია,  დავჭრათ. წამოვადუღოთ მარილიან წყალში და გადავწუროთ. 
ღრმა ჭურჭელში ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე ვთქვიფოთ მდოგვი, ზეთი და ძმარი. დავამატოთ მარილი და პილპილი.
დავამატოთ სოკო, ნიორი, კამა, ოხრახუში და კარგად ამოვურიოთ. გადავიტანოთ მინის ან პლასტიკის კონტეინერში და მინიმუმ 24 საათი მაცივარში გავაჩეროთ.

* სოკო შეგვიძლია ნებისმიერი სასურველი სახეობა შევარჩიოთ. ხოლო მარინადის ინგრედიენტების რაოდენობა გემოვნების მიხედვით შევცვალოთ.
ტეგები:
სოკო მდოგვი მარინადი ნანახია: 5609