ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. თავიან ჯამში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, მარილი, ძმარი და ბოლოს ცხელი წყალი დაასხით. კარაგად ამოურიეთ და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ შავი პილპილი გემოვნებით და კვლავ ამოურიეთ. დაახურეთ ჯამს თავი და დააყოვნეთ 30 წთ-ით. შეინახეთ მაცივარში და სასურველ კერძთან ერთად მიირთვით.