შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. დაუმატეთ 1 სკ რძე და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ორეოს ორცხობილა დატეხეთ, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 15 სკ რძე და დააბლენდერეთ. 3 ჭიქაში გადაანაწილეთ ეს მასა. შუაში მოათავსეთ გაგრილებული შოკოლადი და კოვზით ცოტა ჩაწიეთ, რომ დაბლენდერებული ორეო და რძე ფარავდეს. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 75 წამით. გემრიელად მიირთვით!