ხახვი დააქუცმაცეთ ჩოპერში, დაუმატეთ მარილი, ზეთი და გააგრძელეთ ჩოპერში დაქუცმაცება/დაბლენდერება. მასა რომ გასქელდება, გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ გამაფხვიერებელი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ ისეთი ცომი, რომ ხელებზე არ გეკრობოდეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ორივე ნაწილი გააბრტყელეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 190-200 გრადუსზე 15 წუთით. გემრიელად მიირთვით!