მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ 1 კვერცხი, მწვანე ხახვი, მარილი და სასურველი სანელებლები გემოვნებით. კარგად დაწყლიტეთ (როგორც პიურეს აკეთებთ). საფანელს შეურიეთ ნივრის ფხვნილი და პაპრიკა. 1 კვერცხი ათქვიფეთ შავ პილპილთან ერთად. ყველი დაჭერით პატარა კუბებად. გააკეთეთ პიურესგან ბურთულები (ხელზე რომ არ მოგეწებოთ, ხელები ცივი წყლით დაისველეთ). შუაში ყველი ჩაუდეთ. ბურთულები ჯერ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ - საფანელში და გამოსაცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით. გემრიელად მიირთვით!