ხაჭო ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და სოდა. გათქვიფეთ. ბოლოს ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 2 საათით. ცომისგან სასურველი ზომის გუნდები გააკეთეთ, დაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე, კიდევ 15 წუთით დაასვენეთ. თავზე გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით. გემრიელად მიირთვით!