კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. კვერცხის გულს დაუმატეთ მარილი და მსუბუქად გათქვიფეთ. კვერცხის ცილა ამოიყვანეთ შაქართან ერთად. ოდნავ მყარი, ღრუბელივით მასა უნდა მიიღოთ (მყარ ბეზემდე არ მიიყვანოთ არავითარ შემთხვევაში). ამოყვანილ ცილას დაუმატეთ კვერცხის გული და ამოურიეთ. ღრმა ტაფაზე დაადნეთ კარაქი და გადაიტანეთ კვერცხი. დაახურეთ თავი და ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 3-4 წუთით. შემდეგ ომლეტი გადაკეცეთ და შუა ნაწილი დაუბრაწეთ. გემრიელად მიირთვით!