თევზი ქინძმარში
თევზი ქინძმარში
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
გთავაზობთ ამ ტრადიციული ქართული კერძის მარტივ და გემრიელ რეცეპტს

ინგრედიენტები

  • ძმარი - 70 მლ
  • მარილი - 1 ს.კ
  • დაფნა - 2 ფოთოლი
  • შავი პილპილი - 2-3 მარცვალი
  • ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი - 2-3 მარცვალი
  • ხახვი - 1
  • თევზი - 500 გ
  • ნივრის კბილი - 2
  • ქინძი - 1 კონა
  • წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
თევზს მოვაჭრათ თავი და კუდი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ულუფებად.
ქვაბში ჩავასხათ 1-1.5 ლ წყალი, დავამატოთ გაფცქვნილი, მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა და წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილიც ჩავუშვათ ბულიონში თევზის ნაჭრები და ვხარშოთ 5-8 წუთი.
ქიძი და ნიორი წვრილად დავჭრათ.
თევზი ფრთხილად  ამოვიღოთ და გადავიტანოთ ჭურჭელში, რომელშიც მარინადს დავასხამთ. მოვაყაროთ ქინძი და ნიორი.
ცხელი ბულიონის ნახევარი გავწუროთ, შევურიოთ ძმარი და წითელი წიწაკა. დავასხათ თევზს. ვაცალოთ გაციება და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 5 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.


Fish in Kindzmari – Georgian dish with coriander and vinegar
ტეგები:
თევზი ქინძი მარინადი ნანახია: 120604