ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ. დაუმატეთ კაკაო და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შედედებული რძე ეტაპობრივად. თან მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები (საშუალოდ, 30-35 ც გამოდის). სურვილისამებრ, შუაში თხილი, ნიგოზი ან ნუში ჩაუდეთ. გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე. მიღებული ბურთულები ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში. გემრიელად მიირთვით!