ერთ ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და კაკაო. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი. გათეთრებამდე რომ მიიყვანთ, ჯერ კეფირი დაუმატეთ, შემდეგ - ზეთი, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები და მდუღარე წყალი (უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთის მონაცვლეობით დაუმატებთ: ჯერ მშრალი ინგრედიენტების ნაწილი, შემდეგ - წყალი, ისევ იგივე). ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ, ქაღალდდაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით. დაგჭირდებათ 2 ფირფიტა. მიღებული ფირფიტები გაყავით ორ ნაწილად. კრემის მოსამზადებლად კარგად გათქვიფეთ ნაღები და მოხარშული შესქელებული რძე. რომ გასქელდება, მზად არის. დაკრემეთ ფირფიტები, მორთეთ ნიგვზითა და შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!