
ფორმის ზომა 25 X 25 სმ
დაგჭირდებათ 2 ფირფიტა.
ერთ ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და კაკაო. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი. გათეთრებამდე რომ მიიყვანთ, ჯერ კეფირი დაუმატეთ, შემდეგ - ზეთი, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები და მდუღარე წყალი (უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთის მონაცვლეობით დაუმატებთ: ჯერ მშრალი ინგრედიენტების ნაწილი, შემდეგ - წყალი, ისევ იგივე).
ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ, ქაღალდდაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით.
დაგჭირდებათ 2 ფირფიტა. მიღებული ფირფიტები გაყავით ორ ნაწილად.
კრემის მოსამზადებლად კარგად გათქვიფეთ ნაღები და მოხარშული შესქელებული რძე. რომ გასქელდება, მზად არის.
დაკრემეთ ფირფიტები, მორთეთ ნიგვზითა და შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!