კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ღრუბელივით მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ მწიკვი სოდა და ეტაპობრივად შაქარი. გააგრძელეთ თქვეფა. მყარ ბეზეს რომ მიიღებთ, შეათქვიფეთ სიმინდის სახამებელი. გადაიტანეთ ცხიმწასმულ და ქაღალდდაფენილ ფორმაში (ქაღალდმა რომ არ იმოძრაოს, ქვეშ კუთხეებზე ცოტა ბეზე წაუსვით). კარგად გადაანაწილეთ ბეზე და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 20-25 წუთით. ნაღები კარგად ამოიყვანეთ შაქართან ერთად (დაახლოებით, 5 წთ დაგჭირდებათ). კრემი გადაანაწილეთ გამომცხვარ ბეზეს ფირფიტაზე. გადაანაწილეთ დაჭრილი მარწყვიც და გადაახვიეთ. მოათავსეთ მაცივარში 1 საათით, რომ ფორმა შეინარჩუნოს. გემრიელად მიირთვით!