ნაყინის მომზადებას რომ დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ნაღებიც და სათქვეფი ჩხირებიც ცივია. გათქვიფეთ ნაღები. რომ გასქელდება, დაუმატეთ შედედებული რძე და კაკაო. უმჯობესია, თუ ხელის სათქვეფს გამოიყენებთ. გადაიტანეთ ჭურჭელში, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი (ისე, რომ ნაყინს ეხებოდეს) და მოათავსეთ საყინულეში 4 საათით. გემრიელად მიირთვით!