დიეტური ლობიოს ბრაუნი ფქვილისა და შაქრის გარეშე - ლობიოს გემო საერთოდ არ იგრძნობა!
დიეტური ლობიოს ბრაუნი ფქვილისა და შაქრის გარეშე - ლობიოს გემო საერთოდ არ იგრძნობა!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ოლივია შარაშენიძის რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • წითელი ლობიო - 480 გ
  • მწიფე ბანანი - 2 ც
  • მიწისთხილის კარაქი - 100 გ
  • ფინიკი - 100 გ (წინასწარ ჩალბობილი)
  • კვერცხი - 2 ც
  • კაკაო - 4 სკ
  • თაფლი - 1 სკ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩკ
ტოპინგი
  • ქოქოსის ზეთი - 1.5 სკ
  • წყალი - 1.5 სკ
  • თაფლი - 1 სკ
  • კაკაო - 1 სკ
მომზადების წესები

გაწურეთ ლობიო და კარგად გარეცხეთ. შემდეგ დააბლენდერეთ ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

ჩაასხით მასა ცხიმწასმულ ფორმაში (დაახლ. 23-24 სმ დიამეტრის) და გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაგრილების შემდეგ მოასხით ტოპინგი. შეგიძლიათ ასევე გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზიც მოაყაროთ ან/და ხილი.

გააგრილეთ მაცივარში და მიირთვით!

 

ასევე დაგაინტერესებთ: „15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - ოლივია შარაშენიძე თავის გამოცდილებასა და იდეალური წონის შენარჩუნების საიდუმლოს გვიზიარებს