200 გ დარბილებულ კარაქს დაუმატეთ 1 კონა დაჭრილი კამა, ნახევარი ლიმონის ცედრა და შავი პილპილი. კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ ალუმინის ქაღალდზე (ფოლგაზე), გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ საყინულეში. ინახება 1-2 თვის განმავლობაში. ძალიან უხდება მაკარონს, კარტოფილს, ხორცის კერძებს, ბურგერებს. შეგიძლიათ უბრალოდ პურზე გადაუსვათ და მიირთვათ. ძალიან გემრიელი და არომატულია.