კრემის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და კარგად დააბლენდერეთ. ჩოპერში მოათავსეთ ფირფიტისთვის საჭირო ინგრედიენტები და დააქუცმაცეთ. გააგრძელეთ მორევა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს ცელოფანი და ზედ გადაიტანეთ რულეტის ფირფიტის მასა. ხელით გასწიეთ და მიეცით მართკუთხედის ფორმა. გადაანაწილეთ კრემი და გადაახვიეთ. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით (სასურველია მთელი ღამით). მეორე დღეს მორთეთ შაქრის პუდრით ან გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!