მარწყვი დაჭერით ორ ან სამ ნაწილად (ზომის მიხედვით), გადაიტანეთ ქაღალდაფენილ ლანგარზე და გამოაცხვეთ 110 გრადუსზე 60-90 წუთით. ასე მომზადებული მარწყვის ჩირები შეგიძლიათ შეინახოთ და დესერტების გასაფორმებლად გამოიყენოთ. შავი ან რძიანი შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, გააგრილეთ და გადაიტანეთ ქაღალდაფენილ ფორმაში (ან პატარა სილიკონის ფორმებში). თავზე მოაწყვეთ მარწყვი და ფსტა. რომ გამაგრდება, მიირთვით.