კვერცხი ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად. ეტაპობრივად დაუმატეთ შაქარი და 3-4 წუთი თქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი. მასა რომ გასქელდება და გათეთრდება, დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მორევა გააგრძელეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ბისკვიტის ცომი გადაიტანეთ ქაღალდაფენილ ფორმაში (ჩვენთან ზომა 20 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 35-40 წუთით. ნაღები კარგად ამოიყვანეთ შაქართან ერთად. რომ გასქელდება, დაუმატეთ მარწყვის იოგურტი და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მარწყვი. ბისკვიტი გაჭერით შუაზე. ფენებს ამოაცალეთ გულის ნახევარი (მათ ტორტის თავზე მოსაყრელად გამოვიყენებთ). დანამეთ სიროფით ან მარწყვის წვენით და გადაანაწილეთ კრემი. დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა და დაფარეთ კრემით. მორთეთ ბისკვიტის ნაფშვენებითა და მარწყვით. გააგრილეთ ტორტი მაცივარში და გემრიელად მიირთვით!