კეფირს ან მაწონს დაუმატეთ მარილი, შაქარი, სოდა და კვერცხი. კარგად მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილის ნახევარი, მოურიეთ, შემდეგ - ზეთი და ფქვილის მეორე ნაწილი. ცომს რომ მოზელთ, გვერდით გადადეთ და შიგთავსი მოამზადეთ.
კამა ან ოხრახუში დაჭერით, ყველი გახეხეთ, დაუმატეთ ხაჭო, მარილი, პილპილი და კვერცხი, კარგად ამოურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ 5 ბურთულა.
ცომიც ხუთ ნაწილად გაყავით, გააბრტყელეთ და შუაში შიგთავსი ჩაუდეთ. შეკარით ცომი, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ, თავი დაუჩხვლიტეთ და შეწვით თავდახურულ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე, ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან (თითო მხარეს 3-4 წთ დასჭირდება).
გემრიელი და ნოყიერი საუზმე მზად არის!