პამიდორი დაჭერით მრგვლად. დაჭერით ყველიც. მსუბუქად გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და დაჭერით მართკუთხედის ფორმებად. ცომს წაუსვით კეტჩუპი ან ტომატპასტა, ზედ მოათავსეთ 1 ნაჭერი პამიდორი, 1 ნაჭერი ყველი. თავზე გადაადეთ ცომის მეორე ფენა. გვერდები კარგად დაუფიქსირეთ ჩანგლით. თავზე გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!