კეფირს დაუმატეთ სოდა, ამოურიეთ და 5 წუთი დააყოვნეთ, რომ სოდა კარგად გაიხსნას. ცალკე ჯამში განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა და გული ამოიყვანეთ 65-65 გრამ შაქართან ერთად. ამოყვანილ გულს დაუმატეთ ბეზე, შემდეგ კი ეს მასა დაუმატეთ კეფირს. დაუმატეთ ვანილი და ზეთი, კარგად ამოურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ფრთხილად ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ჩვენთან 20 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მიღებული ბისკვიტი გაყავით 3-4 ნაწილად. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის, რომ გემო არ დაკარგოს - 3 განსხვავებული და გამოცდილი მეთოდი არაჟანს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟნის გამასქელებელი (მაღაზიებში იყიდება. არაჟანს კრემისებრ კონსისტენციას მისცემს. დოზის განსასაზღვრად დაუკვირდით შეფუთვაზე წარწერას). გააგრძელეთ თქვეფა კრემის შესქელებამდე. დაიწყეთ ტორტის აწყობა: ფენებზე ჯერ მარწყვი დაალაგეთ, შემდეგ კრემი გადაანაწილეთ. თავზე მოასხით შოკოლადის მინანქარი ან უბრალოდ გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!