ვიწყებთ საიდუმლო ინგრედიენტის - ბლინის პასტის მომზადებას. კვერცხს დაუმატეთ მარილი და პილპილი და მსუბუქად გათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და მოურიეთ. ტაფას ცხიმი წაუსვით და გამოაცხვეთ ბლინები. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოთუშეთ. ბლინები ერთმანეთზე დააწყვეთ, გადაახვიეთ და დაჭერით, რომ გრძელი, პასტისმაგვარი ზოლები მიიღოთ. მოხარშული ქათმის ფილე ხელით დაშალეთ. კიტრი გრძლად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, შეაზავეთ მაიონეზით, მარილითა და პილპილით. გემრიელად მიირთვით!