კეფირი სრულად გაყინეთ. ჯამში ჩადეთ საწური (ისე, რომ საწური ჯამის ძირს არ ეხებოდეს), საწურში ჩააფინეთ დოლბანდი და გადაიტანეთ გაყინული კეფირი. დოლბანდის ბოლოები თავზე გადააფარეთ კეფირს და ნახევარი საათით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. დააცადეთ, სანამ სითხეს მთლიანად დაიწრეტს. სითხე ჯამში ჩავა, საწურზე კი კრემისებრი მასა დარჩება, რომლის გამოყენებაც დესერტებში შეგიძლიათ.